logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: აღდგენილი წმინდა არხანგელის სახელობის ტაძარი!
- +

23 თებერვალი. 2018. 21:29


 

„ჩეჩნეთში შემზარავი ომის შემდგომ, ფაქტიურად გროზნო აღარ არსებობდა (მე გამოქვეყნებული მაქვს ფოტო მასალა თუ როგორ იყო დანგრეული დუდაევის სასახლე ასევე ზვიად გამსახურდიას საცხოვრებელი გროზნოში, ეს ყველაფერი სააგენტო „რეპორტიორმა" გამომიქვეყნა)... ომის შემდგომ გროზნოში მთელი ქალაქი ხელახლა იქნა რეკონსტრუირებული, საბედნიეროდ ტაძრის აღდგენა მოხერხდა", - ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს.


 

შონიამ 2012 წელს ფოტო მასალა გამოაქვეყნა, თუ რა მდგომარეობა იყო გროზნოში და შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა:

 

 

„დღეს ვაინახთა დეპორტაციის დღეს, მინდა ეს ისტორიული ფოტო გამოვაქვეყნო. ეს წმინდა არხანგელის სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის შიდა ინტერიერია, რომელიც გროზნოში მდებარეობდა და ასე გამოიყურებოდა რუსეთის იმპერიის მიერ საჰაერო-საავიაციო დაბომვის შემდეგ ტაძარი, რომლის გუმბათიც მთლიანად იყო ჩამონგრეული...ისტორიული კი იმითაა, რომ ამ ტაძარში დასვენებული იყო, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხედარი! სენაკის აეროპორტიდან 1994 წლის თებერვალში, ზვიად გამსახურდიას ცხედარი გადასვენებულ იქნა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, ქალაქის საავადმყოფოს პროზექტურის შემდეგ, სანამ ცხედარს რეზიდენციაში გაასვენებდნენ, მანამდე ტაძარში მიაბრძანეს, სადაც ერთი დღე-ღამის განმავლობაში ტარდებოდა პანაშვიდი, ხოლო მომსვლელთა და მოსამძიმრეთა რიგს ბოლო არ უჩანდა...მოჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვები და მოზარდები რომელნიც ცხედარს ეამბორებოდნენ. (ავღნიშნავ რომ იმ დღეს ცხედარი სასახლის თავსახურით არ იყო დალუქული და მხოლოდ სუდარა ეფარა)...." - დაწერა შონიამ 2012 წელს.

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner