logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში დაიწყო
- +

22 თებერვალი. 2016. 17:02



საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.  მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.


ცერემონიის დასრულებისთანავე საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ჩეხ კოლეგას ბუხუსლავ სობოტკას პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელსაც საქართველოსა და ჩეხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან.


მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაური მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner