logo_geo
eng_logo
„Frontera Resources“-ის პრეზიდენტი: საქართველოს აქვს პოტენციალი!
- +

26 აპრილი. 2016. 14:29


ნავთობისა და გაზის კომპანია „Frontera Resources"-ის პრეზიდენტმა სტივ ნიკანდროსმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ევროპის მომავალ ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს.



„კომპანიის ტექნიკური სამუშაოები სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე ადასტურებს, რომ ეს არის ახალი, გაზის მნიშვნელოვანი მარაგის მქონე ტერიტორია.

„ფრონტერას" მიმდინარე სამუშაოებს არა მხოლოდ იმის პოტენციალი აქვს, რომ საქართველომ შიდა ენერგოდამოუკიდებლობა უზრუნველყოს, არამედ იმის, რომ საქართველო ევროპის მომავალ ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს", - განაცხადა სტივ ნიკანდროსმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner