სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, აშშ იერუსალიმში საელჩოს სავარაუდოდ მაისში გახსნის.
გასულ თვეს ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განახცადა, რომ საელჩოს გახსნა, 2019 წლის მიწურულისთვის იგეგმებოდა.
„როიტერის" ანონიმური წყაროს ცნობით, საელჩოს გახსნის ცერემონია ისრაელის დაარსების 70-ე წლისთავს დაემთხვევა. ისრაელი დამოუკიდებლობის დღეს 14 მაისს აღნიშნავს.