logo_geo
eng_logo
აშშ იერუსალიმში საელჩოს სავარაუდოდ მაისში გახსნის
- +

23 თებერვალი. 2018. 21:56



სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, აშშ იერუსალიმში საელჩოს სავარაუდოდ მაისში გახსნის.


გასულ თვეს ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განახცადა, რომ საელჩოს გახსნა, 2019 წლის მიწურულისთვის იგეგმებოდა.


„როიტერის" ანონიმური წყაროს ცნობით, საელჩოს გახსნის ცერემონია  ისრაელის დაარსების 70-ე წლისთავს დაემთხვევა. ისრაელი დამოუკიდებლობის დღეს 14 მაისს აღნიშნავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner