ავტორი ალა გრიგალაშვილი
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციებს გეგმავს.
„სააკაშვილის გუნდის წარმომადგენლები ინერგებიან სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში შენიღბული სახით. ისინი 9 პარტიაზე გადამხტარი ხალხი არიან, რომლებიც ქამელეონივით იცვლიან ფერს. ეს ხალხი შეეცდება სპეციალურად პროვოკაციული კერების შექმნას. დავალებები გაიცემა პარტიული სტრუქტურებიდან. ზოგს დაევალება საბურავებისთვის ცეცხლის წაკიდება, ზოგს დავალებული აქვს ფინანსების ორგანიზება. უკრაინიდან იგეგმება სპეციალური ჯგუფების ჩამოსვლა აგვისტოსა და სექტემბერში. ეს ხალხი ტურისტული ჯგუფის სახელით ჩამოვა. სიგნალის მიცემის შემთხვევაში, ისინი მოქმდებაზე გადავლენ. აუცილებელია, კარგად დავინახოთ ის საფრთხე, რასაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა მოლაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში.