უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„უვადოდ დაინიშნონ ის მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის ნების აღმსრულებლები იყვნენ, ცინიზმია და მეტი არაფერი!!!
ვინც ასეთი მოსამართლეების კომპეტენციაზე საუბრობს (ისიც საკითხავია, რამდენად კომპეტენტურები არიან ისინი), რატომ არაფერს ამბობს მათ კეთილსინდისიერებაზე?!
კი მაგრამ, რას ვეუბნებით სააკაშვილის კვაზიმართლმსაჯულების მიერ დაზარალებულ და ნატანჯ ადამიანებს, ან რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობას?!" - წერს ლილუაშვილი.