logo_geo
eng_logo
ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 29 ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა
- +

24 თებერვალი. 2018. 11:33



ავღანეთში, ფარაჰის პროვინციაში „თალიბანის" თავდასხმის შედეგად სულ მცირე 29 ავღანელი სამხედრო დაიღუპა.


მონაცემების მიხედვით, „თალიბანის" წევრები ავღანურ სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს.


მანამდე ქაბულის ცენტრშიც მოხდა აფეთქება, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაიჭრა. პარალელურად, ქალაქ ლაშკარგაჰში, სამხრეთ ავღანეთში, კიდევ ერთი ტერორისტული აქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner