ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" სტოკჰოლმში ტერაქტებს გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის უშიშროების სამსახურმა შვედ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს" 7 ან 8 მებრძოლი შვედეთში ჩავიდა და თავდასხმას სტოკჰოლმში მდებარე სამოქალაქო ობიექტებზე გეგმავს.