logo_geo
eng_logo
ქაბულში აფეთქებისას 3 ადამიანი დაიღუპა
- +

24 თებერვალი. 2018. 13:29



ქაბულის ცენტრში აფეთქებას სულ მცირე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 12 ადამიანი დაშავდა.


არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი შაშ დარაკის რაიონში აიფეთქა, სადაც NATO-ს შტაბი და აშშ-ის სამთავრობო უწყებაა განთავსებული.


ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.


ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნაჯიბ დანიშმა განაცხადა, რომ ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც ერაყსა და სირიაში თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფო" დამარცხდა, ქაბულში მათ მიერ განხორციელებული ტერაქტები მაინც გრძელდება.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner