გუშინ, სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორი მანქანის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.
პირველი მანქანა სომალის პრეზიდენტის სასახლესთან აფეთქდა, რასაც დაცვის წევრებსა და „ალ-შაბააბის" ტერორისტებს შორის სროლა მოჰყვა. მეორე აფეთქება მოგადიშოში, სომალის ეროვნული დაზვერვისა და უშიშროების სააგენტოს შტაბთან მოხდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ალ-შაბააბმა" აიღო.