logo_geo
eng_logo
ხატია სიჭინავა: მაი, ყველაფერი კარგად იქნება, გვიყვარხარ
- +

24 თებერვალი. 2018. 16:54



ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და მაია ასათიანს ამხნევებს:


„პროფილის" ჩაწერიდან ვბრუნდებოდით, ავარია მოგვიხდა  სიყვარულის დღეს. თუმცა მთავარი რკინა კი არა, სიცოცხლეა. ორივენი ჯანმრთელები და კარგად ვართ. მეორე დღეს მაიკომ დამირეკა. შეშფოთებული იყო, ხომ გადარჩითო. საოცრად თბილი და საყვარელია. ვინც იცნობს, გრძნობს, როგორ გადასცემს ყველა ადამიანს ამ სითბოს. მიუხედავად უდიდესი ტრაგედიისა, ყურადღებიანი და მოსიყვარულე დარჩა უცხოების მიმართაც კი. ჩემი ქმარი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ერთადერთი, ვისაც უარს ვერ ეუბნება გადაცემაში მისვლაზე, მაიკოა. უძლიერესი ქალი. რომელმაც თავისი დარდი თავზე არ მოგახვიათ. რომელმაც თქვენი განწყობის შესაქმნელად თავის თავს გადააბიჯა და გაგიღიმათ. შენ სამაგალითო ქალი ხარ, მაი, ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან კარგად. გვიყვარხარ", - წერს ხატია სიჭინავა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner