logo_geo
eng_logo
11 წლის განმავლობაში ძაღლს თავისი პატრონის საფლავზე ეძინა
- +

24 თებერვალი. 2018. 19:24



არგენტინელმა მიგელ გუზმანმა, ძაღლი სახელად „კაპიტანი" საჩუქრად საკუთარ შვილს 2005 წელს უყიდა. ერთ წელიწადში კაცი მოკვდა, ხოლო ძაღლი მოულოდნელად გაუჩინარდა. მიგელის ოჯახმა გადაწყვიტა, რომ „კაპიტანმა" ახალი ოჯახი იპოვა, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ, ძაღლი იპოვეს, - ის პატრონის საფლავზე იწვა.


სასაფლაოსთან ახლოს მცხოვრებმა ადამიანებმა თქვეს, რომ „კაპიტანი" უკვე რამდენიმე თვე დადის მიგელის საფლავზე და საჭმელს ხანდახან სასაფლაოს თანამშრომლები აძლევენ.


გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკრძალვაზე ძაღლი არ წაუყვანიათ და არ იციან, როგორ მიაგნო კაპიტანმა სასაფლაოს. მიგელის შვილი დემიანი რამდენჯერმე შეეცადა ძაღლის წაყვანას, თუმცა „კაპიტანი" ვერ დაიყოლია.


„არგენტინელმა ჰაჩიკომ" პატრონის საფლავზე 11 წელიწადი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მას არც ერთხელ არ მიუტოვებია მიგელი რამდენიმე საათზე მეტხანს, გუშინ კი 15 წლის „კაპიტანი" სასაფლაოს თანამშრომლებმა მიგელის საფლავზე მკვდარი იპოვეს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner