logo_geo
eng_logo
აკნე - გარდატეხის ასაკის თანმდევი პროცესი უკვე განკურნებადია
- +

24 თებერვალი. 2018. 19:39


 

აკნე ანუ ფერიმჭამელა თმის ფოლიკულის და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ხშირია სქესობრივი მომწიფების  ასაკში, რადგან ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით გაძლიერებულია ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება. ცხიმიანი კანის ზედაპირზე შედარებით დიდი ფორებია, მათში ჯდება ჭარბად გამოყოფილი ცხიმი, რომელიც შერეულია ოფლთან და ჭუჭყთან, შედეგად კანზე ჩნდება შავი წერტილები, კომედონები.

თუ გარდატეხის ასაკში ბრძანდებით, გეტყვით, რომ ჰორმონალური ბალანსის მოწესრიგების შემდეგ ეს პრობლემა მოიხსნება, მაგრამ კანის მოვლა აუცილებელია. გარდატეხის ასაკის შემდეგაც არის შესაძლებელი კანზე ფერიმჭამელების არსებობა, მაგრამ ეს არის ვულგარული ფერიმჭამელა, ქრონიკული დაავადება და მას ხელს უწყობს ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ოტოლარინგოლოგთან ვიზიტი ჩირქოვანი ტონზილიტის გამორიცხვის მიზნით და გასტროენტეროლოგიური გამოკვლევა. რასაკვირველია, პარალელურად უნდა ჩატარდეს კანის გარეგანი მკურნალობაც. შავი წერტილების მოშორების მიზნით უნდა მიმართოთ კოსმეტოლოგს, რომელიც გაგიწმინდავთ სახის კანის და შემდეგ იზრუნებს ფორების შევიწროვებაზე. 



 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner