logo_geo
eng_logo
ბანაბი კიბოს წინაააღმდეგ...
- +

24 თებერვალი. 2018. 19:40



ბანანი ადამიანს ენერგიით ავსებს. ამიტომ ის დიდი პოპულარობით სარგებლობს სპორტსმენებში. ამის გარდა, ბანანი შეიცავს ენდორფინებს, რომლებსაც ბედნიერების ჰორმონებსაც ეძახიან. მაგრამ იცოდით, რომ ბანანის კანიც სასარგებლო ყოფილა?



ის შეიძლება გამოიყენოთ, როგორც წყლის გამწმენდი. ბანანის ქერქი ეფექტურად შთანთქავს სპილენძსა და ტყვიას. ამიტომ კარგი ბუნებრივი საშუალებაა წყლის გასაფილტრად. უბრალოდ, გააჩერეთ ცოტა ხნით წყალში.


ბანანის ნაყენი კი თქვენს ყვავილებს მიკროელემენტებითა და მინერალებით მოამარაგებს, არაჩვეულებრივია ოთახის მცენარეების ზრდისთვის. ამისთვის ბანანის ქერქი 24 საათით მოათავსეთ წყალში, მიღებული ნაყენით კი მცენარეები მორწყეთ.


ბანანის ქერქი წმენდს ვერცხლის ზედაპირსაც. ბლენდერში ის ცოტა რაოდენობის წყალთან ერთად მოათავსეთ. მიღებული მასით გაწმინდეთ დანები და ჩანგლები.


ბანანის ქერქი შეიცავს ნატურალურ ზეთსა და ფერმენტებს, რომლებიც მოგიხსნით დამწვრობის, ნაკბენის, ნაკაწრის, იარის ტკივილებს. ის ასევე ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. უბრალოდ დაიდეთ ბანანის ქერქი პრობლემურ ადგილას და ცოტა ხნით გააჩერეთ.


აღმოჩნდა, რომ ბანანის ქერქი სასარგებლოა ფსორიაზის დროს. დაჭერით ის პატარა ნაწილებად და პრობლემურ ადგილას დაიდეთ, მალე შეამჩნევთ, ტკივილი როგორ შემცირდება.


ბანანის ქერქი ათეთრებს კბილებს. მასში არის უამრავი მინერალი: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი. წაისვით მისი ნახეხი ორი წუთით, შემდეგ კი ჩვეულებრივი კბილის პასტით გაიხეხეთ.


იგი ასევე დაგეხმარებათ და გაგიწმენდთ საყვარელი ფეხსაცმლის ზედაპირსაც. დამერწმუნეთ, გაოცებული დარჩებით!


ბანანი კალიუმით მდიდარია, მაგრამ იცოდით, რომ მისი ქერქი უფრო მეტ კალიუმს შეიცავს? ეს კი გახდომაში დაგეხმარებათ. კალიუმი ხომ ასწრაფებს მეტაბოლიზმს. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ ცხიმები იწვება. კანისგან გააკეთეთ პიურე და დაუმატეთ ვაშლი, დარიჩინი და ყინული.


იცოდით, რომ ბანანი ებრძვის კიბოსაც? ბანანის კანი უწყობს ხელს ორგანიზმში სისხლის ბევრი თეთრი უჯრედი გამოაჩინოს. შეგიძლიათ მოიმზადოთ ბანანის ქერქის პიურე ან ბანანის ჩაი. ის 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ კი თაფლი დაამატეთ.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner