logo_geo
eng_logo
ამაზონის ჯუნგლები გარდაუვალ კოლაფსს უახლოვდება
- +

24 თებერვალი. 2018. 19:42



მსოფლიოში ტყეების რაოდენობა მცირდება. უკვე მრავალი წელია, ისინი მედგრად უძლებენ ადამიანისგან მიყენებულ ზიანს.


თუმცა, ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ტყეებმა შეიძლება უკვე მიაღწია კრიტიკულ წერტილს.


თუკი გაუტყიურების (დეფორესტაცია) მაჩვენებელი 20 პროცენტს გადასცდება, ამაზონის ტროპიკული ტყეები (წვიმის ტყე) „უკან არდაბრუნების წერტილს" მიაღწევს.


ტომას ლევეხოიმ და კარლოს ნობრემ თავიანთ კვლევაში სცადეს გაერკვიათ, რა შეიძლება მოხდეს კონკრეტულად, როცა სიტუაცია ამ გარდამტეხ მომენტს მიაღწევს.


არსებითად, მათ სურდათ გაეგოთ, რამდენად შორს უნდა წავიდეს გაუტყიურების მაჩვენებელი, რომ ტროპიკული ტყეების წყლის ციკლმა მათში არსებული ეკოსისტემის მხარდაჭერა შეწყვიტოს.


„თუკი კლიმატი შეიცვლება, არსებობს რისკი, რომ ამაზონის ტყეების 50 პროცენტი დეგრადირებულ სავანად გადაიქცეს", - უთხრა ნობრემ Euronews-ს და იქვე აღნიშნა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში, გაუტყიურება შეეხო ამაზონის მცენარეულობის 17 პროცენტს.


მათი შეფასებით, საჭიროა მხოლოდ დამატებითი სამი პროცენტი, რათა ტყეების გადარჩენა შეუძლებელი გახდეს.


მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ტროპიკული ტყის გარდაუვალ და უსასტიკეს რისკს შეიცავს, ის ეკოსისტემის ერთადერთი საფრთხე როდია.


ამ რეგიონის განადგურებაში მნიშვნელოვან როლს ასევე თამაშობს კლიმატის ცვლილება და ხანძრები.


გარდა ტროპიკული ტყისა და მისი ველური ბუნების შესაძლო მოსპობისა, მოიშლება წყლის ციკლიც, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სამხრეთ ამერიკის მოსახლეობას.


მიუხედავად ასეთი საშინელი პროგნოზისა, საბედნიეროდ, ჯერ არ მივსულვართ იმ წერტილთან, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია.


ამაზონის ტყე შეიძლება ძალიან ახლოს იყოს უკან არდაბრუნების წერტილთან, მაგრამ ეს ავბედითი მომენტი ჯერ არ დამდგარა.


მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.



 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner