logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: ბოტანიკურ ბაღში საზღვრების კორექტირება მოხდა
- +

26 აპრილი. 2016. 15:14


თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ბოტანიკურ ბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბრალდებებს პასუხობს.


ირაკლი ლექვინაძემ ნიკა მელიასა და ირაკლი აბესაძის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბოტანიკურ ბაღს 4 ჰექტარი ტერიტორია ჩამოერთვა და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციას გადაეცა, არასწორი უწოდა.


 

ბოტანიკურმა ბაღმა ამ ჩამოჭრილი 4 ჰექტარის ნაცვლად ბევრად უფრო უკეთესი ტერრია მიიღო, რომელიც მისი ინტერესებიდან გამომდინარე, არის ბოტანიკური ბაღისთვის ბევრად უკეთესი. ეს ტერიტორია გზის მიმდებარეა, რომელიც კრწანისი-შინდისის გზის მხრიდან ბოტანიკურ ბაღს ესაზღვრება. მას არანირი კავშირი რეზიდენციასთან არ აქვს. ბოტანიკური ბაღის ტერიტორია რჩება ძველ მოცულობაში. უბრალოდ, საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარის ჩანაცვლება მოხდა ახალი ტერიტორიით, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბოტანიკური ბაღისთვის უფრო მომგებიანია მცენარეების თვალსაზრისით და ასევე იმ ტურისტული მიზნებისთვის, რომელიც ბოტანიკურ ბაღს შეიძლება გააჩნდეს", - განაცხადა ლექვინაძემ.



რაც შეეხება 29 ჰექტრს, რომელიც აუქციონზეა გამოტანილი, როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, ხდება ახალი გზის გაყვანა, რომელმაც კრწანისის ტერიტორია შინდისის მიმდებარე სოფლებთან უნდა დააკავშიროს და აღნიშნული აუქციონი სწორედ ამ გზის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას ემსახურება.



აუქციონზე გამოტანილია დაახლოებით 29 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც არის გზის მეორე მხრეს, ბოტანიკური ბაღისგან ბევრად უფრო მოშორებით. ეს დაკავშირებულია გზის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან.
აუქციონი არის გამჭვირვალე და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.



ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის გათავისუფლებას თავისი კონკრეტული მიზეზი ჰქონდა, არაეფექტურ მენეჯმენტს უკავშირდებოდა და დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner