logo_geo
eng_logo
ქუთაისის „ტორპედო“ სუპერთასის მფლობელი გახდა
- +

24 თებერვალი. 2018. 20:14



ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო" არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.


დავით პეტრიშვილის სახელობის არენაზე გამართულ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი თასის მფლობელ საჩხერის „ჩიხურას" დაუპირისპირდა.


ანგარიში 76-ე წუთზე საჩხერელთა ახალწვეულმა ირაკლი ბუღრიძემ გახსნა.


86-ე წუთზე, ნახევარმცველმა გიორგი კუხიანიძემ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი ლევან კუტალიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ტორპედომ 2:1 მოიგო და სუპერთასს დაეუფლა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner