ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო" არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.
დავით პეტრიშვილის სახელობის არენაზე გამართულ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი თასის მფლობელ საჩხერის „ჩიხურას" დაუპირისპირდა.
ანგარიში 76-ე წუთზე საჩხერელთა ახალწვეულმა ირაკლი ბუღრიძემ გახსნა.
86-ე წუთზე, ნახევარმცველმა გიორგი კუხიანიძემ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი ლევან კუტალიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ტორპედომ 2:1 მოიგო და სუპერთასს დაეუფლა.