logo_geo
eng_logo
თამაზ მოლაშვილი: ბრალს ვდებ ჯალათებს, მათ, ვინც ნელი სიკვდილით მომიკლეს შვილი!
- +

24 თებერვალი. 2018. 20:19



„პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა მისი შვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის სასამართლოში უვადოდ გამწესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ, მათ შორის მანაც უნდა იგრძნოს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები ისჯებიან.


„მე პირადად ბრალს ვდებ ჯალათებს, იმათ, ვინც ნელი სიკვდილით მომიკლეს შვილი. ნებისმიერმა პიროვნებამ აიღოს საქმე და გაარჩიოს. დაწყებული პირველი დღიდან, მიშა სააკაშვილის ბრძანებით, რაებს აკეთებდნენ, რანაირად აწვალებდნენ, რა არ გაუკეთეს, ჯანმრთელობა შეურყიეს, არ უმკურნალეს, სასამართლოზე კიდევ რა ბრალდებები არ წაუყენეს, ეს ყველაფერი განა სიკვდილი არ არის?! ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, აგებინონ პასუხი! არავის ჩამოხრჩობა და დახვრეტა არ მინდა, მაგრამ საზოგადოებამ, ჩემი თამადობით, ხომ უნდა იგრძნოს, რომ რაღაც დანაშაულზე ისჯებიან. ისეთი საზიზღარი პერიოდი გამოვიარეთ, მე პირადად როგორ ვარ ცოცხალი მიკვირს. მთელი ღამე ვბღაოდი ხოლმე. ახლაც მეტირება და ახლა ასეთ მოსამართლეებს ნიშნავენ უვადოდ", - განაცხადა მოლაშვილმა.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner