logo_geo
eng_logo
ირაკლი მაქაცარია: ეს იქნება რომანტიკული კომედია ქართველ ბიზნესმენზე და უკრაინელ მხატვარ გოგონაზე
- +

24 თებერვალი. 2018. 22:47


 

„ძალიან მინდა გადავიღო ფილმი, სადაც მთავარ როლს ვითამაშებ", - აცხადებს მსახიობი ირაკლი მაქაცარია ჟურნალ „გზასთან" სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

 

„ძალიან მინდა გადავიღო ფილმი, სადაც მთავარ როლს ვითამაშებ. ეს იქნება რომანტიკული კომედია, ქართველ ახალგაზრდა ბიზნესმენზე და უკრაინელ მხატვარ გოგონაზე, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები არიან. ბიზნესმენის როლი მსურს ვითამაშო. გარდა ამისა, უკრაინული სატელევიზიო პროექტიდან მაქვს შემოთავაზება. ინდოელ პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ გადაღებას. ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, მათ 200 პროექტი მაინც აქვთ საქართველოში გაკეთებული. წლებია ინდოელები საქართველოს  სხვადასხვა კუთხეში გარკვეულ კადრებს იღებენ. სცენიდან გამომდინარე ვთავაზობთ რეგიონებს. ინდოეთში ყველამ იცის, რომ საქართველო ფილმების გადასაღებად, ერთ-ერთი კომფორტული და კარგი ქვეყანაა", - განაცხადა მსახიობმა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner