logo_geo
eng_logo
საჩუქარი „ლესტერს“ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონისგან“
- +

26 აპრილი. 2016. 15:15


პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების 35-ე ტურში „ტოტენჰემი" საკუთარ მოედანზე „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" დაუპირისპირდა. ერთი დღით ადრე „ლესტერმა" „სუონსი სიტისთან" ბრწყინვალე გამარჯვების (4:0) შემდეგ, ნანატრი ტიტულის მოპოვებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ვარაუდობდნენ, რომ „მელიებსა" და „დეზებს" შორის სხვაობა კვლავ 5 ქულა შენარჩუნდებოდა, თუმცა „ვესტ ბრომვიჩმა" საოცარი საჩუქარი გაუკეთა კლაუდიო რანიერისა და მის შეგირდებს.

 

შეხვედრის 33-ე წუთზე კრეიგ დაუსონმა ავტოგოლი გაიტანა და „ტოტენჰემი" წინ გავიდა, თუმცა იმავე დაუსონმა, 73-ე წუთზე, წონასწორობის აღდგენა მოახერხა და „დეზებს" უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა. მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები მხოლოდ 1 ქულას დასჯერდნენ და გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე, პირველადგილოსან „ლესტერ სიტის" 7 ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ „მელიებს" ჩემპიონობის მოსაპოვებლად დარჩენილ 3 თამაშში 3 ქულის აღება სჭირდებათ, თანაც ეს იმ შემთხვევაში, თუკი „ტოტენჰემი" თავის 3 შეხვედრას მოიგებს.

 

რაც შეეხება გუნდების კალენდრებს, „ლესტერი" მომავალ უქმეებზე „მანჩესტერ იუნაიტედს" ეწვევა, შემდეგ „ევერტონს" მიიღებს, ბოლო ტურში კი „ჩელსის" ესტუმრება". მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები კი 2 მაისს „ჩელსის" ეწვევიან, შემდეგ „საუთჰემპტონს" მიიღებენ, ბოლო ტურში კი „ნიუკასლთან" გასვლით მატჩს ჩაატარებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner