logo_geo
eng_logo
5 ყველაზე ძვირადღირებული ტურისტული ადგილი მსოფლიოში
- +

24 თებერვალი. 2018. 23:35



მსოფლიოში ძალიან, ძალიან ბევრი ფანტასტიკური ადგილია, რომელსაც თითოეული ადამიანი სიამოვნებით ესტუმრებოდა.


მოგზაურობა, ახალი ადგილების მონახულება გვეხმარება თავი დავაღწიოთ ყოველდღიურ რუტინას, მივიღოთ ახალი ემოციები და გამოცდილებები. წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ძვირადღირებულ ადგილს, სადაც მოგზაურობა ყველა ადამიანის ოცნებაა:


1. ბორა-ბორა

 

 

პაწაწინა კუნძული საფრანგეთის პოლინეზიის ტერიტორიაზე, სადაც ერთი ღამის გატარება საშუალოდ 800$ ღირს. გარდა ამისა, სატრანსპორტო ხარჯებიც საკმაოდ მაღალია, რადგამ ავიარეისები წყნარი ოკეანის მიმართულებით იაფი ნამდვილად არ არის.  თუ გსურთ, რომ მცირედი შეღავათით მაინც დაისვენოთ ამ ძვირადღირებულ კურორტზე, აუცილებლად არასეზონური პერიოდი უნდა აირჩიოთ (დეკემბერი-მარტი).


2. ტოსკანა

 

 

ტოსკანა იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რეგიონია. ეს რეგიონი ტურისტებისთვის ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით არის განსაკუთრებით მიმზიდველი. სასტუმროების უმრავლესობა ანტიკური ვილებია, რომლებიც ხელგაშლილი ტურისტებისთვის სასტუმროებად არის გადაკეთებული. შენობათა უმრავლესობა ძველი რეკონსტრუირებული თავლებია, რომლებიც კვირაში დაახლოებით $3000-$4000 ღირს.


3. სეიშელის კუნძულები

 

 

ინდოეთის ოკეანეში მდებარე სეიშელის კუნძულოვან სახელმწიფოში, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კუნძული ფრეგატი კერძო საკუთრებაშია. კუნძულის მიმდებარე ჯუნგლები კარგად დაცული, ხოლო კუნძულზე მდებარე შვიდი პლიაჟი კარგად მოვლილია. ვილის დაქირავება მინიმუმ 3 დღითაა შესაძლებელი, რაც შეეხება ფასს, ერთი ღამის ფასი სასუალოდ 1000$-დან 3000$-მდე მერყეობს.


4. ფიჯი

 

 

ფიჯის კუნძულები მრავალი მოგზაურის საოცნებო ადგილია. ფიჯი არ არის მხოლოდ 1 კუნძული, არამედ ფიჯი 332 კუნძულს აერთიანებს. მაშინ, როდესაც „ძირითადი" კუნძულები ფიჯიზე შედარებით იაფია, ბევრ უფრო პატარა კუნძულზე დასვენება გაცილებით ძვირია. ერთ-ერთი მათგანი კუნძული მანტანგია, სადაც ღამის გატარება დაახლოებით 600$ ღირს.


5. ოსლო

 

 

ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ადგილია დამსვენებელთათვის. ქალაქი საოცრად თვალწარმტაცი და მხატვრულია, სავსეა სკანდინავიური შარმით. სუნთქვისშემკვრელ ფერად-ფერად სახლებსა და ულამაზეს ხედებს მნახველზე დიდი შთაბეჭდილებების მოხდენა შეუძლია.  საშუალოდ, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ტურისტების დანახარჯი ნორვეგიაში 20%-ით მეტია.



წყარო: Agora.ge 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner