პიანისტი ირმა გიგანი სოციალურ ქსელში ბაბუის ჯანსუღ ჩარკვიანის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
„მარტო ვზივარ სახლში და ვაშტერდები ამ ფოტოს ახლოდან, შორიდან და ყველა მხრიდან. ხელზე და თითებზე ვაკვირდები და ზევითკენ ნელ-ნელა რომ ავდივარ სახეზე - მაშეშებს. როგორი მძიმე, მსუბუქი, ძალიან ღრმა და მარტივია ერთდროულად. შავ-თეთრი და ძალიან ფერადი თვალებში.
დროს განკარგავდა თვითონ თავის პოეზიაში და ახლა ფოტოდანაც ახერხებს მე გამაშეშოს", - წერს ირმა გიგანი.