logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: სააკაშვილმა უნივერსიტეტიდანაც კი გააშვებინა ჩემი თავი!
- +

25 თებერვალი. 2018. 00:10



„ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, კარგად იცის ჩემი თვისებები. უნივერსიტეტიდანაც კი გააშვებინა ჩემი თავი", - აცხადებს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ჟურნალ „თბილისელებთან" ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან ურთიერთობაზე საუბრისას.


„მე ვიცი ზუსტად სააკაშვილის დამოკიდებულება ჩემ მიმართ. მას თათბირებზე ხშირად უთქვამს, ლალის ყველა გზა გადავუკეტე და მაინც ბოლომდე იბრძვის, მისგან აიღეთ მაგალითიო. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, კარგად იცის ჩემი თვისებები. უნივერსიტეტიდანაც კი გააშვებინა ჩემი თავი. სულ მგონია, რომ სააკაშვილი მიდგამდა ასეთ რამეს: აბა, კიდევ რამდენ რამეს შევძლებ და ავიტან, არ მივმართავ და არ ვეტყვი, რომ კარგი, ჯანდაბას, გთანხმდები თანამდებობაზეო, ის პრაქტიკულად ბოლომდე მთავაზობდა, კონფლიქტების მინისტრად წასვლას. მანაც მშვენივრად იცოდა, რომ ეს ჩემი თემაა. მე ვიცოდი, ის ოსეთში რას აპირებდა და არასდროს დავთანხმდებოდი ამ თანამდებობას. ამ რეჟიმის მერე ჩემთვის რთულია მშვიდობიან გარემოში ცხოვრება. ჩემთვის გაცილებით კომფორტულია, როცა ვიბრძვი, როცა სადღაც ისვრიან. იქ უფრო მობილიზებული და საჭირო ვარ. დალაგებული რომ არის ყველაფერი, ვფიქრობ, ახლა რა გავაკეთო, სად დავხარჯო მოზღვავებული ენერგია-მეთქი. იმდენი რამ გამოვიარე, საბოლოოდ, რკინად ჩამოვყალიბდი", - განაცხადა მოროშკინამ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner