ფსიქიატრებმა „სელფი" ოფიციალურად აღიარეს ფსიქიკურ აშლილობად. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის კლასიფიკაციით, ახალი ტიპის აშლილობაში სამი ტიპი გამოიყოფა:
მოწესრიგებული სელფისტები - როდესაც ადამიანი დღეში, სულ ცოტა, სამჯერ მაინც იღებს ფოტოს, ოღონდ სოციალურ ქსელში არ აქვეყნებს;
მწვავე სელფისტები - როდესაც ადამიანი ყოველდღიურად სამჯერ მაინც იღებს ფოტოს და ყველა მათგანს აქვეყნებს სოციალურ ქსელში;
ქრონიკული სელფისტები - ადამიანები, რომლებსაც 24 საათის განმავლობაში საკუთარი თავის ფოტოგრაფირების დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებთ და, სულ ცოტა, დღეში ექვსჯერ მაინც აქვეყნებენ ფოტოებს სოციალურ ქსელებში.