„რთულია, ერთი სიტყვით შეაფასო, ცხოვრების რა ეტაპია ახლა ჩემთვის", - აღნიშნავს მომღერალი სოფო ხალვაში ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში.
„ვფიქრობ, ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო ეტაპი დგას. თუმცა ყველა ეტაპი საინტერესო და განსხვავებულია. ბავშვების ზრდასთან ერთად, ნელ-ნელა ხედვა, შეხედულებები, მისწრაფება, მიზნები და სურვილები იცვლება. ამიტომ, რთულია, ერთი სიტყვით შეაფასო, ცხოვრების რა ეტაპია ახლა ჩემთვის, მაგრამ საინტერესო რომ არის, ეს ზუსტად ვიცი. როგორც ყველა დედა, მეც ვცდილობ, შვილებს ისეთი მომავალი შევუქმნა, სირთულეებთან ნაკლებად ჰქონდეთ შეხება, რომ, ისედაც რთული ცხოვრება ოდნავ მაინც შევუმსუბუქო", - განაცხადა ხალვაშმა.