logo_geo
eng_logo
რა პროცესები ვითარდება ორგანიზმში ფასტფუდით კვებისას
- +

25 თებერვალი. 2018. 01:47



ბონის უნივერსიტეტის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სწრაფი კვება (იგივე ფასტფუდი) მავნებელია ორგანიზმისათვის, რადგან ის იწვევს იმუნური სისტემის ისეთ რეაქციას, რომელიც, ჩვეულებრივ, ინფექციებისთვისაა დამახასიათებელი. ამ პათოლოგიურ ძვრებს ხელს უწყობს ცხიმებისა და ნახშირწყლების დიდი რაოდენობით შემცველი საკვები.


კვლევის ფარგლებში მეცნიერები ატარებდნენ ექსპერიმენტებს ვირთაგვებზე. ისინი ცხოველებს კვებავდნენ უჯრედისით ღარიბი და იმავდროულად მაღალკალორიული საკვებით. შედეგად მღრღნელებს ორგანიზმში ეწყებოდათ ანთებითი პროცესები, სისხლში უვლინდებოდათ დიდი რაოდენობით ლეიკოციტები (მოგეხსენებათ, სისხლის თეთრი უჯრედები აქტიურად ებრძვიან პათოგენურ მიკროორგანიზმებს).


საყურადღებოა, რომ ჩვეულებრივ საკვებზე გადასვლისას ცხოველებს ჩამოთვლილი სიმპტომები უქრებოდათ. თუმცა, შესაბამისი გენები მომდევნო 4 კვირის განმავლობაში მაინც გააქტიურებული რჩებოდა.


სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცხიმებისა და ნახშირწყლების ნაკლებობით გამორჩეული დიეტები არა მხოლოდ სიმსუქნესთან საბრძოლველადაა ეფექტური, სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის განვითარების რისკსაც ამცირებს.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner