logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო
- +

25 თებერვალი. 2018. 13:59



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს დღევანდელი დღესასწაული - მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა.


 

„დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას". დიდება უფალს, რომელმაც მოგვცა ჩვენ ეს უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო ძნელი წარმოსადგენია. ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია და ამ ეკლესიამ გადაარჩინა მართლმადიდებელი სარწმუნეობა, ქართული კულტურა, ქართული ენა, დამწერლობა და ჩვენ დღეს მადლობას ვწირავთ უფალს. ამ დღეს გადაწყდა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მართლმადიდებელი სარწმუნოება იყოს ჩვენი გზამკვლევი, ჩვენი გადამრჩენი", - ბრძანა პატრიარქმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner