რუსთავში, რუსთაველის ქუჩის #26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ ხელყუმბარა იპოვეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 236-ე მუხლითაა აღძრული და ნივთი ექსპერტიზაზეა გადატანილი.