logo_geo
eng_logo
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც ბანკში ხანდაზმული სესხი აქვს?!
- +

15 თებერვალი. 2016. 18:01


„ახალგაზრდა ადვოკატების" ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიკა არევაძე „ალიას" ვადაგადაცილებულ სესხებზე ესაუბრა. მისი თქმით, კლიენტმა ვადაგადაცილებული სესხის არსებობოს დროს წერილობით უნდა მიმართოს ბანკს და განაცხადოს, რომ უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე და არავითარ შემთხვევაში არ აპირებს მინიმალური თანხის გადახდასაც კი ბანკისთვის.



„კლიენტი, რომელსაც ბანკის ხანდაზმული სესხი აქვს,  აუცილებლად უნდა მივიდეს ბანკში და წერილობით მიმართოს, რომ აპირებს ხანდაზმული სესხის ჩამოწერის პროცედურის დაწყებას, ან ახლო მომავალში ამ უფლების გამოყენებას, უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე და არავითარ შემთხვევაში არ აპირებს მინიმალური თანხს გადახდასაც კი ბანკისთვის. ბანკს უნდა მოსთხოვოს, რომ თუ მის ანგარიშზე რაიმე თანხა დაფიქსირდა,  მნიშვნელობა არ აქვს, რა გზით მოხდება თანხა ანგარიშზე, ეს ფული არ მიმართოს მისი სესხის დასაფარად. ამ განცხადების ერთი ეგზემპლარი უნდა დაიტოვოს კლიენტმა, ბანკის თანამშრომელს უნდა მოსთხოვოს, ორივე ეგზემპლარი გაატაროს კანცელარიაში და ერთი უკან დაუბრუნონ, რომ შემდგომში, თუ მის ანგარიშზე დაფიქსირდა თანხა, სესხი გაცოცხლდა და ბანკი შეეცადა სასამართლოს გზით მის ამოღებას, მაშინ სასამართლოში ამ განცხადებას წარადგენს მტკიცებულებად და ნორმალური სასამართლო ამ მტკიცებულებას აუცილებლად გაიზიარებს. შესაბამისად, ჩამოეჭრება ხანდაზმული სესხი და ვიღაცეების გარჯა, რომ ვადაგადაცილებული სესხები გააცოცხლონ „ფეი-ბოქსის" აპარატებით, წყალში ჩაიყრება", - განაცხადა არევიძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner