ყოფილი პარლამენტარი ვახო ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
„გერმანული გამომცემლობის Shaker Verlag-ის აფიშა მკითხველს ამცნობს, რომ ლაიფციგის წიგნის გამოფენაზე დათო მაღრაძის გერმანული წიგნის „ჯაკომო პონტის" პრეზენტაცია 16 მარტს ლაიფციგის უნივერსიტეტში გაიმართება. წიგნის გარეკანზე აღბეჭდილია სკულპტორის დესპოზიტო დეისეგნის მიერ შესრულებული პოემის გმირის ჯაკომო პონტის ქანდაკება", - წერს ვახო ბეგიაშვილი.