მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„გაოგნებული ვარ, მოლაშვილის, თეთრაძის, ნორა კვიციანის და ასე შემდეგ, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, ეს ნიშნავს საზოგადოების დაცინვას. გარდაცვლილების სულების მაინც არ შერცხვათ? და ამ მოსამართლეების სამართლიანი განაჩენების როგორ უნდა ვირწმუნოთ მომავალში, როცა ოდნავ სინდისმა არ კი შეაწუხათ და თავად სიამოვნებით გახდნენ უვადო მოსამართლეები, მათ რომლებმაც ასეთი სისასტიკისთვის გაიმეტეს უდანაშაულო ადამიანები და სააკაშვილის ჯურღმულებში გაამწესეს", - წერს ია მეტრეველი.