სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირზე მოასპარეზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დღეს მეორე ოფიციალური მატჩი მასპინძელ, სლოვაკეთის ნაკრებთან გამართა. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.
მასპინძლებმა გოლი 57-ე წუთზე, პენალტის წყალობით გაიტანეს, გიორგი ყიფიანის შეგირდებმა კი, წონასწორობის აღდგენა 78-ე წუთზე მოახერხეს.
ტურნირში 8 ნაკრები მონაწილეობს და ქართველი 18-წლამდელები A ჯგუფში, აშშ-სთან, სლოვაკეთთან და უკრაინასთან ერთად ასპარეზობენ. B ჯგუფში კი რუსეთი, ჩეხეთი, ნორვეგია და მაკედონია არიან განთესილნი.
საქართველოს U18 ნაკრები გუშინ, ჯგუფის პირველ მატჩში, აშშ-სთან 1:5 განადგურდა. A ჯგუფის უკანასკნელ დაპირისპირებას ახალგაზრდა „ჯვაროსნები" უკრაინის წინააღმდეგ 28 აპრილს გამართავენ.