ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„17 მარტს, 14:00 სთ-ზე, შაბათ დღეს, რესტორან „კრწანისში" გაიმართება ჩემი წიგნის - „გზაჯვარედინის" დახურული პრეზენტაცია, დასწრების მსურველთა წინასწარი რეგისტრაციით.
წიგნის პრეზენტაციას გაუძვება ავტორი, რომელიც თავად წარადგენს საკუთარ ნაშრომს, სტუმრებს გააცნობს წიგნში გამოქვეყნებული მინი-რომანის („მამის ლოცვა") შესახებ ინფორმაციას, აფხაზეთის ომის დღიურებიდან ჩანაწერებს, ლექსების ნაკრებს და ჟურნალ „ვარსკვლავებში", 2000-2003 წლებში, რუბრიკა „რედაქტორის გვერდის" რამდენიმე პუბლიცისტურ წერილს.
წიგნი 200 გვერდიანია და ზემოთ აღნიშნულ მასალებთან და ნაშრომებთან ერთად მოიცავს, მცირე ფოტოგალერეას, სადაც ავტორის ათიოდ ფოტოა წარმოდგენილი, სხვადასხვა ექსტრემალურ დროს და სიტუაციაში გადაღებული...
მოწვეულ სტუმრებს, „გზაჯვარედინის" შეძენა შეეძლებათ რესტორნის დარბაზში, პრეზენტაციის დაწყებამდე, წიგნის ფასი 10 (ათი) ლარი", - წერს ბესო ჩუბინიძე.