ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართული საქართველოს საიუბილეო, 75-ე ჩემპიონატის გამარჯვებული ნინო ბაციაშვილი გახდა.
ბაციაშვილმა პირველობა 2017 წლის საქართველოს ჩემპიონ ბელა ხოტენაშვილთან ერთად გაინაწილა და უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა დაისაკუთრა. ამ გამარჯვებით ბაციაშვილმა საკუთარ რეიტინგს რვა ქულა შემატა და მსოფლიოში მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.
ექვსი ქულით საქართველოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი ლელა ჯავახიშვილი გახდა, რომელმაც ბოლო ტურში დაძაბულ ბრძოლაში სალომე მელია დაამარცხა.
მეცხრე ტური:
ჯავახიშვილი ლელა (2463) 1:0 მელია სალომე (2404)
არაბიძე მერი (2356) 1:0 გვეტაძე სოფიო (2297)
წერეთელი თამარ (2332) 1:0 ხომერიკი ნინო(2303)
მიქაძე მირანდა (2258) 0:1 ბაციაშვილი ნინო (2504)
ხოტენაშვილი ბელა (2487) ½:½ ფურცელაძე მაკა(2346)
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1. ბაციაშვილი ნინო (2504) - 7 ქულა;
2. ხოტენაშვილი ბელა (2487) - 7 ქულა;
3. ჯავახიშვილი ლელა (2463) - 6 ქულა;
4. არაბიძე მერი (2356) - 5,5 ქულა;
5. მელია სალომე (2404) - 5,5 ქულა;
6. გვეტაძე სოფიო (2297) - 4,5 ქულა;
7. მიქაძე მირანდა (2258) - 3,5 ქულა;
8. ხომერიკი ნინო (2303) - 2 ქულა;
9. ფურცელაძე მაკა (2346) - 2 ქულა;
10.წერეთელი თამარ (2332) - 2 ქულა.