სააგენტო „როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაცით, ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში, შიიტების რაიონში განხორციელებულ ტერაქტს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, 39 კი დაიჭრა.
აფეთქება კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ერაყის დედაქალაქში ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მესამე ტერაქტი მოხდა. ბოლო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.