logo_geo
eng_logo
იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი გაურკვეველი ვადით დაიხურა
- +

26 თებერვალი. 2018. 01:41



იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი გაურკვეველი ვადით დაიხურა, რომელიც ქრისტიანი მომლოცველებისთვის მთავარი წმინდა ადგილია. ამის შესახებ Deutsche welle წერს.


როგორც ბერძნულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიის წინამძღვრების წერილშია განმარტებული, ასეთი გადაწყვეტილება ეკლესიის და წმინდა მიწაზე ქრისტიანული მრევლის წინააღმდეგ სისტემატური კამპანიისთვის პროტესტის გამოცხადების ნიშნად მიიღეს.


კერძოდ, მათი თქმით, ქრისტიანების აღშფოთებას იწვევს კანონპროექტი, რომელიც ისრაელის ხელისუფლებას ეკლესიის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის უფლებას აძლევს.


სასულიერო პირებმა წერილში ამ კანონპროექტს "დისკრიმინაციული და რასისტული" უწოდეს.


გარდა ამისა, ეკლესია მუნიციპალური მოსაკრებლების წინააღმდეგ გამოდის, რომლებიც მათი მტკიცებით, სტატუს-კვოს არღვევს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner