ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ერთი ძალიან მოკრძალებული კითხვა მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან"! გიორგი სანაიას მკვლელობით მოხვედით ხელისუფლებაში, „ვარდების რევოლუცია" და ტალღა მას მერე აგორდა, მერე 9 წელი ხელისუფლებაში იყავით და ერთი არ გიკითხავთ, რა მოხდა. ნუთუ ის 9 წელი არც „რუსთავი 2"-ს ანაღვლებდა თავიანთი მეგობრის მკვლელობა? თუ ეს კოტე ციხისთავი მაშინ სადმე იყო სხვაგან?! აქ იყო ისევ ციხეში და ისევ თქვენი „ნასედკა" იყო და ვერ ალაპარაკეთ „სიმართლე"? უტიფრები ხართ, ცილისმწამებლები და მატყუარები! ესაა სიმართლე და ცრუ დასმენაზე როცა ვიღაც ერთხელ დაისჯება, მერე დაჯდებით სხვა რელსებზე!" - წერს ჯღარკავა.