ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა გიორგი ოსაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დაიკითხება ასევე ვიდეოექსპერტი, რომელიც დაადასტურებს, რომ როგორც აუდიო, ასევე ვიდეო მასალებში ფიქსირდება მონტაჟი.
„ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება, რადგან ის იყო იმ პერიოდში შს მინისტრი და ის ისაუბრებს მისთვის ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე", - განაცხადა პროკურორმა გიორგი ოსაძემ.