logo_geo
eng_logo
მეცნიერებმა მშობიარობისთვის საუკეთესო ასაკი დაადგინეს
- +

26 აპრილი. 2016. 16:39


ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად  დაადგინეს, რომ ქალის ორგანიზმისთვის ყველაზე ოპტიმალური დრო მშობიარობისთვის 25-30 წელია. კვლევების შედეგები ჟურნალმა „Proceeding of the National Academy of Sciences"-მა გამოაქვეყნა. სადაც ნათქვამია, რომ მეცნიერები, კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით ქალების მენჯის ძვლის განვითარებას აკვირდებოდნენ. კვლევაში მონაწილეობა 250-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ჩვილებიდან 95 წლის ჩათვლით.



შედეგმა აჩვენა, რომ ათი წლიდან ქალის მენჯის ძვლები, მამაკაცისგან განსხვავებით იცვლება.



25-30 წლისთვის ქალის მენჯი ყველაზე კარგადაა ადაპტირებული მშობიარობისთვის. ხოლო 40-45 წლიდან ქალის მენჯი კვლავ იცვლება, ვიწროვდება და უფრო მამაკაცისას ემსგავსება.



მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მენჯის ძვლების განვითარება განპირობებულია ჰორმონალური ცვილილებებით, რომლებიც ცხოვრების  სხვადასხვა პერიოდში ხდება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner