logo_geo
eng_logo
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ამირან რობაქიძის საქმეზე დეტალების გახსენება უჭირს
- +

26 თებერვალი. 2018. 13:11



შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეზე იკითხება, განაცხადა, რომ მომხდარიდან ათზე მეტი წელია გასული და საქმეზე დეტალების გახსენება უჭირს.


„გამოძიების დროსაც დავაფიქსირე, რომ ბევრი დროა გასული და დეტალებს ვერ ვიხსენებ. არ მახსოვს, ვისგან შევიტყვე მომხდარი. ამ საქმეზე მუდმივად ხდებოდა ინფორმაციების გასვლა პრესაში და ჩემი შეხედულებები ჩამომიყალიბდა. ამ თემის განხილვა რა დონეზე მოხდა სამინისტროში, არ ვიცი. ჩემთან არ მომხდარა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.


მანვე გადაცემა „პატრულის" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გურამ დონაძესთან საპატრულოს შექმნის პირველ ეტაპზე ჰქონდა შეხება.


„მაშინ ცხინვალის კონფლიქტი იყო და იქ მიწევდა მუშაობა. საპატრულო პოლიციის პოპულარიზაციისთვის მიწევდა ყურადღების მოქცევა. მიზანი გადაცემა „პატრულის" იყო პოლიციის პოპულარიზაცია", - განაცხადა ოქრუაშვილმა.


ბრალდების მხარის მიერ ოქრუაშვილის დაკითხვის შემდეგ ბუტა რობაქიძის მშობლებმა პროტესტი გამოთქვეს და დაინტერესდნენ, თუ რატომ ჩაიარა დაკითხვამ „ასე მარტივად".


ოქრუაშვილს ამ წუთებში დაცვის მხარე დაჰკითხავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner