logo_geo
eng_logo
სტუდენტებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში 5-დღიანი ტრენინგი გაიარეს
- +

26 აპრილი. 2016. 16:46


სტუდენტებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში 5-დღიანი ტრენინგი გაიარეს. ზოგადი კურსი აღსრულების, სამართლის, თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 20 სტუდენტმა 18-დან 22 აპრილამდე გაიარა.



აღსრულების ეროვნული ბიუროსა და „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს" ორგანიზებით გამართული ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.





სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას, მათ სამართლებრივ სტატუსსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.



მომავალი იურისტებმა მოისმინეს პრეზენტაციები აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, ელექტრონული აღსრულება, ფაქტების კონსტანტაცია.

პროექტის მიზანია სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.



ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: ნინო გოგელაშვილი, სოფიო ქურთაული, გოგა გერგედავა, მარიამ კლდიაშვილი, დავით ტატიშვილი, მარიამ მოთიაშვილი, ლევან აფხაზავა და ანა ნებიერიძე უძღვებოდნენ.



აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო სისტემის თემატიკაზე მომავალ იურისტებთან ტრენინგებს მომავალშიც განაგრძობს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner