შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე რაიმე სახის უკანონო ბრძანების გაცემას უარყოფს. ამის შესახებ ოქრუაშვილმა რობაქიძის საქმეზე, სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა.
გარდა ამისა, ბრალდებულების ადვოკატები დაინტერესდნენ, ხომ არ გაუცია მინისტრობის პერიოდში ბრძანება, დამნაშავისთვის ცეცხლის დაუყოვნებლივ გახსნის შესახებ.
„მსგავსი ბრძანების გაცემა გამოირიცხება, რადგან პატრული ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ახალმოსული ხელისუფლებისთვის. ეს იყო პერიოდი, როდესაც ყოველდღე რაღაც ხდებოდა. მე სხვა უწყებაში გადამიყვანეს შემდეგ. არც ამ საქმის გამოძიება, არც დისციპლინური საქმის წარმოება ჩემს კომპეტენციაში არ იყო. თუ გაირკვეოდა, რომ ვინმემ იარაღი ჩაუდო, შემდეგ შეიძლება დამესაჯა. სხვა ბერკეტი მე არ მქონდა. თავდაცვის სამინისტროში გადაყვანის შემდეგ მე შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გახედვა საერთოდ აღარ მინდოდა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.