სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, 3 საათზე, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა, სადაც განხილული იქნება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების და დაკავებულების - ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები.