logo_geo
eng_logo
ტოკიო 2020-ის ახალი ლოგო წარადგინეს
- +

26 აპრილი. 2016. 16:53


ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ახალი ლოგო წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა ემბლემა პლაგიატად აღიარეს. ახალი ოლიმპიური ლოგო რგოლის ფორმისაა და ოთხკუთხედებითაა გაწყობილი.


ლოგოს ავტორი დიზაინერი ასაო ტოკოროა, რომელმაც მას „ჰარმონიული ემბლემა" უწოდა. ორგანიზატორთა თქმით, თითოეული ოთხკუთხედი სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის სიმბოლოს წარმოადგენს და ხაზს უსვამს სამყაროს მრავალფეროვნებას.


წინა ლოგო ოფიციალურად გასული წლის ივლისში წარადგინეს. პრეზენტაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბელგიელმა დიზაინერმა ოლივიე დებიმ განაცხადა, რომ იაპონელთა ნამუშევარი ძალიან ჰგავდა მის მიერ ორი წლის წინ მოგონილ ემბლემას. ტოკიოს საორგანიზაციო კომიტეტმა საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც ლოგოს შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner