logo_geo
eng_logo
„მე ვაშანტაჟებდი? სისულელეა“ - ნიკა მაჭუტაძე მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს
- +

26 თებერვალი. 2018. 16:38



პოლიტიკოს ნიკოლოზ მაჭუტაძის წინააღმდეგ შსს-ში სისხლის სამართლის საქმე 157-ე მუხლითაა აღძრული, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას  გულისხმობს:


„პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელება, - ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით".


„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ნიკოლოზ მაჭუტაძე თავის მეგობარ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გასაჯაროებით აშანტაჟებდა. ქალბატონმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. კონფლიქტი პოლიტიკოსის მხრიდან ეჭვიანობას მოჰყვა. მან მეგობარს, სავარაუდოდ, ჩხუბის დროს მობილური წაართვა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოთი აშანტაჟებდა.


თავად ნიკა მაჭუტაძემ „პრაიმტაიმთან" საუბარში განაცხადა, რომ მან არაფერი იცის.


- არაფერი ვიცი, არავინ დამკავშირებია, რაზეა საუბარი, არ ვიცი. თქვენ ხომ ქეთის ელაპარაკეთ და მანაც ხომ გითხრათ, რომ არაფერი არ იცის?


- დიახ, ველაპარაკეთ, ქეთიმ უარყო. თუმცა, შსს გვიდასტურებს ინფორმაციას. გვითხრეს, რომ მოქალაქისგან ნამდვილად შევიდა საჩივარი და საქმეც აღიძრა. ეგებ სხვასთან გქონდათ რაიმე ინციდენტი?


- არაფერი ვიცი, ეს არ არის სწორი ინფორმაცია.

 

- მოქალაქე ჩივის, რომ თქვენ მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გასაჯაროებით აშანტაჟებდით...


- რას ამბობთ? მე ვაშანტაჟებდი? სისულელეა ეს, სასაცილოა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner