logo_geo
eng_logo
გიორგი სანაიას საქმეზე თამაზ თამაზაშვილმა პროკურატურას მიმართა
- +

26 თებერვალი. 2018. 17:14


 

თამაზ თამაზაშვილი უარყოფს ბრალდებებს, რომ თითქოს, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობა მისი შეკვეთილი იყო. თამაზაშვილმა ამ ბრალდებებთან დაკავშირებით პროკურატურას განცხადებით უკვე მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ თამაზაშვილის ადვოკატი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

 

,,ეს პოსტი ეძღვნება ყველას, განსაკუთრებით კი ვახო სანაიას, გიორგი სანაიას ძმას, ასევე, ვისაც სჯერა „რუსთავი 2"-ის მორიგი პასკვილის და ასევე მათ, ვინც კარგად უწყის მიზანი და საშუალებები მითითებული ტელევიზიისა საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად ჭორისა და დეზინფორმაციის გავრცელებით.

 

2011 წლიდან თემა და ობიექტი უცვლელია: თამაზ თამაზაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი...

 

2011 წლიდან, მთელი სახელისუფლებო სადამსჯელო სტრუქტურები თუ მედიასაშუალება, ჩაბმული იყვნენ თამაზ თამაზაშვილის სახელის დისკრედიტაციის ფერხულში, თუ დაზიანებული ავტომატის ჩადებით და დაჭერით, თუ ციხის კადრების „მიბმით" და ახალი ბრალის შეთხზვით პატიმარი ადამიანისთვის, თუ მისი ლიკვიდაციის მუქარით, თუ ხალხის ძებნით, ვინც ტალახს ესროდა, აუგით მოიხსენიებდა მას და მის ოჯახს, თუ დაბრალებით კორუფციულ გარიგებებში, თუ დაფინანსებით „ვაი-ჟურნალისტების" , ყოველდღე ეწერათ, ეწერათ და „ემტკიცებინათ", ტყუილი მისი სახელის შესაბღალად, მათ ხომ პასუხს არავინ მოსთხოვდა, სიტყვის თავისუფლების ნიღაბს ამოფარებულებს... და კიდევ ბევრი თუ...

 

და ასე გრძელდება დღემდე...

 

ახლა, ახალ საფეხურზე გადავიდნენ: ახლა აგენტების დროა!

 

მაგრამ ახლა გაჩუმების დრო აღარაა, ახლა აღარც თმენის ვალდებულებაა.

რა მოხდა?

 

2018 წლის 18 თებერვალს, „რუსთავი 2"-ის ეთერით, 21:00 საათზე, „კურიერში" გავიდა სიუჟეტი ჟურნალისტ ვახო სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით .

 

სიუჟეტის მიხედვით, ციხიდან რეკავს მსჯავრდებული, ვინმე კონსტანტინე ციხისთავი და აცხადებს, რომ 2001 წელს ჟურნალისტი გიორგი სანაია მოკლა შოთა ჭიჭიაშვილმა და დამკვეთებად მიუთითა თამაზ თამაზაშვილი და ბაკურაძე...

 

ვისაც გახსოვთ ის სიუჟეტი, იქაც კი, თვითონ ციხისთავი ასახელებს ვიღაც მოწმეს, რომელიც თურმე, მართალია, თამაზაშვილზე ვერაფერს იტყვისო... გაეპარათ სიმართლე.

 

ასევე გაიჟღერა, თითქოსდა, თამაზაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთაო. ეს მაშინ, როდესაც მას დაუკავშირდნენ მხოლოდ გადაცემის გასვლიდან მეორე დღეს, 19 თებერვალს. და 18- ში როგორ თქვა უარი? მით უფრო, რომ სიუჟეტი იმ დღეს გავიდა, თორემ ადრეა მომზადებული, ვახო სანაია ხომ ჩაწერეს?

 

ახლა მთავარი:

არავის ეგონოს, რომ თამაზ თამაზაშვილს მართლა ბრალი მიუძღვის იმ საშინელ დანაშაულში, რომელმაც შეგვძრა თავის დროზე ყველა ჯანსაღად მოაზროვნე.

 

სწორედ ამიტომ არა სხვა, არა ვინმე და არც თუნდაც გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახის წევრები, არამედ თვითონ თამაზაშვილი ითხოვს, დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს სიმართლე!

 

და ეს მოთხოვნა განცხადების სახით, 20 თებერვალს შევიტანე მთავარი პროკურორის სახელზე, როგორც თამაზ თამაზაშვილის ადვოკატმა!

 

დიახ, თამაზ თამაზაშვილი მზადაა, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ჩვენება მისცეს და კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რომ ციხისთავის ე.წ. სკანდალური განცხადება არის მორიგი ბინძური ცილისწამება იმ პირის მიმართ, რომლის ინტერესებსაც წარმოვადგენ და რაც თავისთავად ემსახურება კიდევ უფრო მთავარ მიზანს: ირაკლი ღარიბაშვილის სახელისა და ღირსების დისკრედიტაციას.

 

„რუსთავი 2"-ის და „ნაციონალური მოძრაობის" რუპორებისა და აგენტების აღვირახსნილ კამპანიას ფაქტებით უნდა გაეცეს პასუხი!

 

ასევე უნდა დადგინდეს: ვინ დგას ციხისთავის უკან, ვის დაკვეთას ასრულებს ის!

 

და თუ აქამდე საჯაროდ ეს არ განვაცხადეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ პიარი და უსაგნო ლაპარაკი კი არ გვაინტერესებდა, არამედ გამოძიებით დადგენილი ფაქტები.

 

მაგრამ ახლა ისეთი მიმართულება მიეცა , თითქოს სხვები ითხოვენ გამოძიების დაწყებას!

არა, ბატონებო.

 

20 თებერვალს უკვე შევიდა მთავარ პროკურატურაში განცხადება გამოძიების დაწყების მოთხოვნით თამაზაშვილის ადვოკატის მიერ!

არ გჯერათ?

გადაამოწმეთ!!!" - წერია განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner