უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე გია მაისაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„საქართველოში ადამიანები მხოლოდ სიკვდილის შემდეგ უყვართ.
გია მაისაშვილს ერთადერთი თხოვნა არ შეუსრულეს, რომ სიკვდილამდე საქართველოში ჩამოეყვანათ და ახლა ცრემლებს აღვარღვარებენ ხელისუფლებაში მყოფი ის ხალხი, ვისთან ერთადაც იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
ნათელში იყოს გია მაისაშვილის სული", - წერს მჟავანაძე.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ქართველი პოლიტიკოსი გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.