logo_geo
eng_logo
ხოვლეს კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

26 თებერვალი. 2018. 17:34



კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მდებარე XVI-XVII სს. კოშკს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 16 თებერვლის ბრძანებით მიიღო.


კოშკი დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე. წარმოადგენს თავდაცვით ნაგებობას. ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით.  ხუთსართულიანია. პირველი სართული ამოვსებულია ნაშალით. შესასვლელი მეორე სართულზე სამხრეთის კედელშია გაკეთებული. ადიოდნენ მისადგმელი ხის კიბით.


თითოეული სართულის კედლებში დატანებულია სარკმელ-სათოფურები.


ხოვლეს კოშკი გვიანი შუა საუკუნეების ცალკე მდგომ თავდაცვით ნაგებობათა ნიმუშს წარმოადგენს, XVI-XVI სს. პირველი ნახევრის პერიოდის შესაბამისი მახასიათებლები აქვს: კუთხოვანობა, მრავალსართულიანობა, სათოფურთა მოყვანილობა, თაღოვანი ბუხრები. ასეთი ცალკე მდგომი კოშკები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კარგადაა შემორჩენილი.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner